ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი ატომური ბომბებით პროვოცირების შემთხვევაში ატომური თავდასხმით იმუქრება

კიმ ჩენ ინი

ჩრდილეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ატომური იარაღით პროვოცირების შემთხვევაში, იგი მტერს ატომური თავდასხმით უპასუხებს.

სამთავრობო მედიის KCNA-ის ცნობით, კიმ ჩენ ინი ჯარისკაცებს შეხვდა და ბოლო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაში მონაწილეობის მიღება მიულოცა. კიმ ჩენ ინის თქმით, რაკეტის გამოცდამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სიძლიერე და ერთგულება აჩვენა.

ჩრდილოეთ კორეამ 17-18 დეკემბერს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რასაც განცხადება მოჰყვა, სადაც აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვული წყალქვეშა ნავის განთავსებისთვის არის გაკრიტიკებულია.

20 დეკემბერს აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის უმაღლესი რანგის დიპლომატებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გასროლა დაგმეს და ფხენიანს მოუწოდეს, "წინაპირობების გარეშე არსებით დიალოგში" ჩაერთოს.

კომენტარები