ვენეციის კომისიის დასკვნა

მეზვრიშვილი დასკვნაზე: დაუსჯელია პრემიერი, მერი და ელიტური პოლიტიკური კორუფციის ფაქტები

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია, აღარ არსებობს [...] ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლების მთელი ძალისხმევა არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არამედ ოცნების ელიტური, კორუმპირებული ოჯახების ხელშეუხებლობის დაცვისკენ და კორუფციის გზით შემდგომში მათი კიდევ უფრო მეტად გამდიდრებისკენ არის მიმართული. 

დაუსჯელია პრემიერი, დაუსჯელია თბილისის მერი, დაუსჯელია ელიტური პოლიტიკური კორუფციის არაერთი ფაქტი, ვაკის პარკის ტრაგედიიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში მშენებლობებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით დამთავრებული... დაუსჯელია პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი, ოცნებასთან დაკავშირებული კეზერაშვილის პარტნიორები და მფარველები. დაუსჯელები არიან კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც თავად უნდა ებრძოდნენ კორუფციას.

ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი ვენეციის კომისიის გუშინდელ დასკვნას.

კომენტარები