ვენეციის კომისიის სამართლებრივი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ვფიქრობ გასათვალისწინებელია. პოლიტიკური ალბათ ანგარიშგასაწევი, მაგრამ არის საკითხები შენიშვნებისა რომელიც ელემენტარულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა ასეთი ტიპის შენიშვნები უბრალოდ ვერ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ იმდაგვარი დოკუმენტი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და არ იქნება მხოლოდ დღევანდელობას მორგებული და რაც მთავარია, მივიღოთ მოსამართლეების ის სია, რაც იქნება ობიექტურად წარმოდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მხრიდან
ვენეციის კომისიის დასკვნა
ხუნდაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: არის საკითხები, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
tbl.ge/3mp1
დაკოპირდა
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე თქვა. მმართველი გუნდი პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამათლეების არჩევის წესთან დაკავშირებით კობახიძის კანონპროექტზე კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას
- მეზვრიშვილი დასკვნაზე: დაუსჯელია პრემიერი, მერი და ელიტური პოლიტიკური კორუფციის ფაქტები
- ვენეციის კომისია: ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს საკმარისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
- ვენეციის კომისია: რეკომენდაციაა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყოს
- ბესელია: თუ ვენეციის კომისიის უკეთეს სტანდარტს არ გაიზიარებდნენ, რატომ მიმართეს?