პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვი

ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე: დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი ზონა, გაშიშვლდა ძვლები

ნაკბენი ჭრილობის შედეგად ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა, პრაქტიკულად მთლიანად. გაშიშვლდა ძვლები. ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია გახდა სასწრაფო. ოპერაცია შესრულდა გუშინ. მსვლელობა იყო ნამდვილად 13 საათი. ოპერაციის შინაარსი იყო დეფექტის ზონის დაფარვა რბილი ქსოვილებით. ეს არის ორგანული, ანუ ნაფლეთოვანი გადანერგვა, რომელიც შეიცავს კუნთოვან მასას და კანს.

სამწუხაროდ, ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე და ეგრეც იყო დაგეგმილი, რომ გაკეთდება 2 ეტაპიანი გადანერგვა. ანუ პირველი ეტაპი შესრულდა და დაიხურა დეფექტის ორი მესამედი, რაც ძალიან კარგია და ორ-სამ კვირაში იგეგმება ზუსტად იგივე სირთულის ოპერაცია, დაიფარება დანარჩენი ერთი მესამედი დეფექტი. შემდგომში დაჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიური ოპერაციები სილამაზისთვის და თმიანი ზონის აღდგენის მიზნით, მაგრამ ძირითადი შინაარსი დღევანდელი ოპერაციის არის სიცოცხლის შენარჩუნება.

პოსტოპერაციულ პერიოდში დღეს ვითარება არის სტაბილური, ნორმალური. ჩვენ გვაქვს ასეთი ოპერაციის შედეგად კრიტიკული ერთი კვირა მაქსიმუმ. ანუ ერთ კვირაში თუ ჩვენ მივიღეთ სტაბილური განვითარება, პრობლემა იქნება გადაწყვეტილი და მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის.

ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში თქვა კლინიკა კარაპს მედლაინის პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა, რომელმაც პიტბულის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარა.

გურია ნიუსის ინფორმაციით, 15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა.

სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული 2 წლის ბავშვი თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

კომენტარები