პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვი

ჩხაიძე ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვზე: ამ ეტაპზე, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

IPN

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვის ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. 

"აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, რაც ჩატარდა, იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება. ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისაგან ბავშვის დაცვა და პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მხრიდან ჩარევა განხორციელდა. 

ამ ეტაპზე, ძვლის ინფექციის განვითარების, სისტემური ინფექციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს. ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია" - თქვა ივანე ჩხაიძემ. 

გურია ნიუსის ინფორმაციით, 15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა.

სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული 2 წლის ბავშვი თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

კომენტარები