ჯონათან მეიჯორსი

MARVEL-ის მსახიობი ჯონათან მეიჯორსი სასამართლომ ოჯახური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნო

ჯონათან მეიჯორსი
Koimoi

ჯონათან მეიჯორსი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მსახიობს ოჯახურ ძალადობაში ყოფილი მეგობარი ქალი ადანაშაულებს. სასამართლო მსახიობს განაჩენს 2024 წლის 6 თებერვალს გამოუტანს.

მეიჯორსი ნიუ-იორკის პოლიციამ ოჯახური ძალადობის საქმეზე მიმდინარე წლის 27 მარტს დააკავა.

შემთხვევა 25 მარტს მოხდა. პოლიციას 30 წლის ქალმა მიმართა, რომელსაც თავისა და კისრის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. სასამართლომ მეიჯორსი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ბრალდებების ფონზე მეიჯორსთან ურთიერთობა შეწყვიტეს მენეჯერმა და აგენტმა. მან ასევე დაკარგა რამდენიმე როლი. ამ ეტაპზე Marvel-ს განცხადება არ გაუკეთებია.

მეიჯორს მაყურებელი Marvel-ის ბოლო ფილმ Ant-Man 3-ში შესრულებული ბოროტმოქმედის როლით იცნობს. ასევე ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში The Last Black Man in San Francisco, Da 5 Blood, Lovecraft Country, Loki, Creed III, The Harder They Fall.

კომენტარები