ჯონათან მეიჯორსი

MARVEL-ის მსახიობი ჯონათან მეიჯორსი ძალადობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა

CBR

მსახიობ ჯონათან მეიჯორსის წინააღმდეგ დაწყებულ ძალადობის საქმის კიდევ რამდენიმე მომჩივანი შეემატა. მანჰეტენის პროკურატურის თქმით მსახიობის წინააღმდეგ რამდენიმე ქალი ჩივის.

მეიჯორსი ნიუ-იორკის პოლიციამ ოჯახური ძალადობის საქმეზე მიმდინარე წლის 27 მარტს დააკავა.

შემთხვევა 25 მარტს მოხდა. პოლიციას 30 წლის ქალმა მიმართა, რომელსაც თავისა და კისრის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. მეიჯორსს თავდასხმა და ოჯახური ძალადობა ედება ბრალად.

სასამართლომ მეიჯორსი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქმის პირველი მოსმენა 9 მაისს არის ჩანიშნული.

თავად მსახიობის წარმომადგენლები თავდასხმას უარყოფენ:

"მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ საქმეში".

ბრალდებების ფონზე მეიჯორსთან ურთიერთობა შეწყვიტეს მენეჯერმა და აგენტმა. მან ასევე დაკარგა რამდენიმე როლი. ამ ეტაპზე Marvel-ს განცხადება არ გაუკეთებია.

მეიჯორს მაყურებელი Marvel-ის ბოლო ფილმ Ant-Man 3-ში შესრულებული ბოროტმოქმედის როლით იცნობს. ასევე ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში The Last Black Man in San Francisco, Da 5 Blood, Lovecraft Country, Loki, Creed III, The Harder They Fall.

კომენტარები