ოჯახური ძალადობა

MARVEL-ის მსახიობი ჯონათან მეიჯორსი პოლიციამ ოჯახური ძალადობის საქმეზე დააკავა

GFN

მსახიობი ჯონათან მეიჯორსი ნიუ-იორკის პოლიციამ ოჯახური ძალადობის საქმეზე დააკავა.

შემთხვევა 25 მარტს მოხდა. პოლიციას 30 წლის ქალმა მიმართა, რომელსაც თავისა და კისრის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. მეიჯორსს თავდასხმა და ოჯახური ძალადობა ედება ბრალად.

თავად მსახიობის წარმომადგენლები თავდასხმას უარყოფენ:

"მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ საქმეში".

მეიჯორს მაყურებელი Marvel-ის ბოლო ფილმ Ant-Man 3-ში შესრულებული ბოროტმოქმედის როლით იცნობს. ასევე ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში The Last Black Man in San Francisco, Da 5 Blood, Lovecraft Country, Loki, Creed III, The Harder They Fall.

კომენტარები