ჩინეთი

ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 111 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მიწისწვრას, სულ მცირე, 111 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

 ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, განსუს და ჩინხაის პროვინციებში მიწისძვრამ დააზიანა სახლები, გზები, ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის წყაროები. 

შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი პეკინიდან 1300 კილომეტრის სიშორეზე დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევის მიხედვით, სიმძლავრე 5.9 ბალი იყო, ხოლო ჩინურმა მედიამ ის 6.2 ბალიანად შეაფასა. 

ადგილზე მალევე მობილიზდა 2000-ზე მეტი მაშველი და დაიწყო სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. 

მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. 

"ძებნისა და გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, დაშავებულებს დროულად აღმოუჩნდეთ დახმარება და მაქსიმალურად მცირე დანაკარგი იყოს". – წერია ჩინეთის სი ძინპინის განცხადებაში. 

კომენტარები