ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მოუტანა. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლებიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში.

2022 წლის 9 დეკემბერს, იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.

კომენტარები