უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ უწყების ბაზაში განთავსებული ანკეტა მოწმობს.
ერისკაცობაში ვლადიმირ გუნდიაევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად.
კირილი ვლადიმირ პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელიც ამასთანავე უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს.