პატრიარქი კირილი

FEMEN-ის წევრმა პატრიარქ კირილს საპროტესტო აქცია მოუწყო

უკრაინული მოძრაობა FEMEN-ის წევრმა კიევის აეროპორტში საპროტესტო აქცია მოაწყო. BBC-ის ინფორმაციით, ფემინისტური ჯგუფის აქტივისტი უკრაინაში ჩასულ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, კირილთან მიღწევას ცდილობდა.

გამოცემის ცნობით, გოგონა აღნიშნული ქმედებით პატრიარქის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას შეეცადა. უკრაინული მოძრაობის წევრმა თავისი ქმედებით აგრეთვე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგაქტივისტების უკანონო დაკავებების ფაქტი გააპროტესტა.

BBC-ის ცნობით, FEMEN-ის აქტივისტმა რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელთან მისვლა მოახერხა და პატრიარქს არაკორექტული ფრაზით მიმართა. გოგონა, რომელსაც შიშველ ზურგზე "kill kirill" (მოკალი კირილი) ეწერა, მილიციამ მალევე დააკავა.

აღნიშნულ ინციდენტს პატრიარქის პრესსამსახურის წარმომადგენელი დიაკონი ალექსანდრ ვოლკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსული ეკლესია ყოველთვის ეჩეხებოდა თავდასხმებს, მოწმობს იმაზე, რომ ბევრი აცნობიერებს, რომ პატრიარქი კირილის ვიზიტი უკრაინაში უდიდესი მასშტაბის მოვლენაა.

პატრიარქი კირილი კიევს რუსეთის მართმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ტრადიციული ღვთისმსახურების აღსავლენად ეწვია.

 

კომენტარები