ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში შემთხვევით 3 ტყვე მოკლეს

Times of Israel

ღაზის სექტორში ისრაელელმა სამხედროებმა შემთხვევით 3 ისრაელის მოქალაქე ტყვე მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, რომელშიც ჯარისკაცები ხშირად ხვდებიან ტერორისტებს, მათ შორის კამიკაძეებს". – ამბობს IDF-ის წარმომადგენელი დენიელ ჰაგარი.

ჰაგარის თქმით დაღუპულებს შორის არიან კფარ აზადან გატაცებული იოტამ ჰაიმი და ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა. მესამე დაღუპულის სახელი ოჯახის თხოვნით არ სახელდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ღაზაში 131 მძევალი რჩება, თუმცა, ყველა მათგანი ცოცხალი არ არის.

კომენტარები