სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიასთან დაწყვილდება, გიორგი გახარიასთან იცეკვებს ტანგოს თუ მამუკა ხაზარაძესთან ქართულს, ამას ქართული პოლიტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მცდელობა იქნება, რომ ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ლელო გააერთიანონ და ნაცმოძრაობა 2 ჩამოაყალიბონ, მაგრამ, რეალურად, ეს ტანდემები სად და როგორ გამოვა, ამას მათი პატრონები გადაწყვეტენ.
არჩევნები 2024
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: გახარიასთან იცეკვებს ტანგოს თუ ხაზარაძესთან ქართულს, უმნიშვნელოა
tbl.ge/6mwu
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. პრაღაში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, განიხილავს თუ არა პარტიის ჩამოყალიბებას ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი". - უპასუხა პრეზიდენტმა.
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატიივანიშვილის დეპუტატიგურამ მაჭარაშვილიხალხის ძალამოძრაობა ხალხის ძალასალომე ზურაბიშვილიარჩევნები 2024გიორგი გახარიამამუკა ხაზარაძელელოპარტია ლელონიკა მელიანინო ლომჯარია
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




