ტაილანდი

ტაილანდელ დეპუტატს მონარქიის შეურაცხყოფისთვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Move Forward MP Rukchanok Srinok

ტაილანდის სასამართლომ 29 წლის დეპუტატს რუკშანოკ სრინოკს მონარქიის შეურაცხყოფისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარლამენტარს ბრალი მონარქიის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების საფუძველზე დაუმტკიცდა. 

რუკშანოკ სრინოკი პარტია Move Forward-ის წევრია. სრინოკმა მონარქიის შეურცხმყოფელი პოსტები სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) 2020 წელს დაწერა. 

რუკშანოკ სრინოკი სოციალურ ქსელებში ამტკიცებდა, რომ ტაილანდის მთავრობა Covid-19-ის ვირუსის ვაქცინების ქვეყანაში განაწილებას მონარქიის იმიჯის გასაუჯობესებლად იყენებდა. 

ტაილანდში "გვირგვინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის", იგივე Lèse-majesté, შესაბამისი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესია. ტაილანდის მეფის, დედოფლის ან ტახტის მემკვიდრის შეურაცხყოფა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მხოლოდ 2020 წლის შემდეგ ტაილანდში მონარქიის შეურაცხყოფის ბრალდება 262 ადამიანს დაუმტკიცდა. 

კომენტარები