თბილისის ბიუჯეტი

ელისაშვილი: მჭადის ფქვილივით მიაყრიან ასფალტს და ნოემბერში უკვე აღარ ივარგებს

არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაახსენდათ, რომ ორი წლის წინ სტიქია იყო და ადამიანები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე. რა თქმა უნდა, მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა და ამ ტრადიციას არავინ ღალატობს.რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ეზოებში ასფალტის დაგებას, წარმომიდგენია, როგორ მჭადის ფქვილივით მიაყრიან იმ ასფალტს და ნოემბერში უკვე აღარ ივარგებს. ცხადია, ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ახსენდება ყველას ხალხი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის ბიუჯეტის ზრდაზე.

კომენტარები