ოკუპირებული აფხაზეთი

დეკანოიძე კარბაიას მკვლელობაზე: ხელისუფლებისგან უფრო მძიმე ნაბიჯებს მოვითხოვთ

არ გავა თვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან ჩვენი მოქალაქე არ მოკლან, რისი ძალიან მძიმე მაგალითებიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გადაუდგამს არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც იქნებოდა რეალურად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების რაიმე მექანიზმი [...]

ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია და მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო სეროზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაატაროს ამ მიმართულებით.

ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები