თბილისი

ორბელიანის ქუჩაზე 9-დან 11 დეკემბრამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.


არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა
აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და
ათონელის ქუჩების გამოყენებით.

კომენტარები