პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ქვეყნები, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

REUTERS

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა მილიარდ 267 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გასულ წელთან შედარებით პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა იმ პირობებში, როცა 2018 წლის მოცულობა 2017 წელთან შედარებით 34.9%-ით იყო შემცირებული.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ასე გამოიყურება:

  1. გაერთიანებული სამეფო - $247.8 მლნ - მთლიანი ინვესტიციების 19.5%
  2. თურქეთი - $236.5 მლნ - 18.7%
  3. ირლანდია - $132.7 მლნ - 10.5%
  4. აშშ - $99 მლნ - 7.8%
  5. პანამა - $78.1 მლნ - 6.2%
  6. ნიდერლანდი - $52.9 მლნ - 4.2%
  7. რუსეთი - $50.5 მლნ - 4%
  8. ჩინეთი - $40.4 მლნ -3.2%
  9. იაპონია - $39.2 მლნ - 3.1%

კომენტარები