პუტინის რუსეთი

რუსეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ პუტინისტი, სანქცირებული მაშკოვი აირჩიეს

ვლადიმირ მაშკოვი
ria

რუსეთის თეატრის მუშაკთა კავშირის(რუსეთის თეატრალური საზოგადოება) თავმჯდომარედ პუტინისა და ომის მხარდამჭერი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ვლადიმირ მაშკოვი აირჩიეს.

მაშკოვი პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მსახიობმა პოსტზე შეცვალა ალექსანდრ კალიაგინი. 

არჩევის შემდეგ მაშკოვმა თავის მოადგილედ კიდევ ერთი პუტინის მხურვალე მხარდამჭერი, დირიჟორი ვალერი გერგიევი მიიყვანა, რომელიც ცოტა ხნით ადრე დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ მაშკოვი საჯაროდ Z სიმბოლოიანი მაისურით არაერთხელ გამოჩნდა. ასევე რუსეთის ქმედებების მაკრიტიკებელ თანამოქალაქეებს არაადამიანები უწოდა. მსახიობს კონფლიქტი აქვს შვილთან, მარია მაშკოვასთან, რომელიც რუსეთს უკრაინელების გენოციდში ადანაშაულებს. მსახიობმა ასევე თეატრის შენობაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი Z ასო ჩამოკიდა.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მაშკოვი რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს.

კომენტარები