უკრაინაში რუსული ინტერვენციის მხარდაჭერის გამო მსახიობებს, სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმირ მაშკოვს ევროპული სანქციები შეეხოთ. ინფორმაციას ადვოკატი ანდრეი ბურილოვი ავრცელებს.
"სანქციების თანახმად მათ უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაედება. იგულისხმება სახლები, მანქანები, იახტები". – ამბობს ბურილოვი.
ბეზრუკოვს ოფიციალურად რუსეთის ფარგლებს გარეთ უძრავი და მოძრავი ქონება არ გააჩნია. მაშკოვს კი საზღვარგარეთ იახტა და სახლი აქვს, რომლებიც 2 მილიონი რუბლით არის შეფასებული. მსახიობებს ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში შესვლა აქვთ აკრძალული.
ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ მაშკოვი საჯაროდ Z სიმბოლოიანი მაისურით არაერთხელ გამოჩნდა. ასევე რუსეთის ქმედებების მაკრიტიკებელ თანამოქალააქეებს არაადამიანები უწოდა. მსახიობს კონფლიქტი აქვს შვილთან, მარია მაშკოვასთან, რომელიც რუსეთს უკრაინელების გენოციდში ადანაშაულებს.
სერგეი ბეზრუკოვი ღიად მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს. ბრიგადის მსახიობმა უკრაინაში დაჭრილი რუსი სამხედროები მოინახულა და მათთვის წარმოდგენა გამართა.