ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი და ვლადიმირ პუტინი
ria

ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე ილაპარაკებენ.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით ქვეყნების ურთიერთობა "უპრეცენდენტო სიმაღლეზე" ავიდა. 

პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ საამიროს ტერიტორიაზე რუსული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება.

პუტინის ვიზიტის საპატივცემულოდ გაიმართა აეროშოუს, რომელშიც თვითმფრინავებმა რუსეთის დროშის ფერებში ბოლი გამოუშვეს.

"ურთიერთობა რუსეთსა და საამიროებს შორის ისტორიულ ხასიათს ატარებს და წლიდან წლამდე ღრმავდება. რუსეთის სანავთობო სექტორში ჩვენი ინვესტიციების რიცხვი ბოლო წლებში 103%-ით გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საამიროები რუსეთის ყველაზე მსხვილი ინვესტორია". – განაცხადა პუტინთან შეხვედრაზე ნაჰიანმა.

პუტინის მრჩევლის დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროდან საუდის არაბეთში გაემგზავრება.

2023 წლის მარტიდან პუტინი საერთაშორისო სასამართლომ ძებნაში გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობის საამირო და საუდის არაბეთი. 

კომენტარები