რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მედია: სიმფეროპოლში პარტიზანმა ქალებმა 35 ოკუპანტი მოწამლეს

დარიშხანი
Guim.co.uk

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში დივერსანტმა ქალებმა 35 რუსი ჯარისკაცი მოწამლეს.

როგორც წერენ ორი ახალგაზრდა ქალი რუს სამხედროებს საჭმლითა და არყით გაუმასპინძლდა, რომელშიც დარიშხანი და სტრიქნინი იყო გარეული. მოიწამლა 35 სამხედრო, აქედან 24 გარდაიცვალა, ხოლო 11 საავადმყოფოშია. პარტიზანი ქალები ადგილიდან მიიმალნენ.

"სამხედრო ნაწილის პუნქტზე ორი საყვარელი გოგონა მივიდა, რომელთაც თავი ადგილობრივებად გაასაღეს. მოიტანეს 7 ბოთლი არაყი და ცოტა მისაყოლებელი - თევზი, ძეხვი, პური, ყველი. ჯარისკაცებს უთხრეს, რომ მადლობის გადახდა სურთ, იმისთვის, რომ იცავენ". – იწერება ერთ-ერთ Telegram არხში.

21 ნოემბერს ოკუპირებულ მელიტოპოლში გამოძახებული საჭმლით რუსი ჯარისკაცები მოიწამლნენ, რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა. საკვები სავარაუდოდ კურიერმა მოწამლა, რომლის კვალს სამხედროებმა ვერ მიაკვლიეს.

კომენტარები