მე სალომე ზურაბიშვილთან შესაძლებელია მივიდე ერთადერთ თემაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ ამ საკითხზე მას უნდა ჩემთან საუბარი, მე მივალ, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სხვა, ჩემს საკითხთან დაკავშირებითაც არასოდეს არ მივიდოდი იქ და ჩემი ოჯახის წევრებს აკრძალული ჰქონდათ, რომ იქ მისულიყვნენ.
[...] რომ მივსულიყავი უხერხული მდგომარეობა იქნებოდა ძალიან იმიტომ, რომ მე ამ საკითხზე დაველაპარაკებოდი და პასუხის მიხედვით ან გამოვბრუნდებოდი უკან, ან დავრჩებოდი, თან ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებდი ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ არ მგონია, რომ საჭირო ყოფილიყო ახლა იქ ფართიფუფერობა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, სლენგისთვის.
ვეთანხმები იმას, რაც ხდება, ყველა უნდა ვზრუნავდეთ ევროინტეგრაციისთვის, მაგრამ მე ამას ისედაც ვაკეთებ შეკრებების გარეშე. არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ხალხთან ვინც იქ მივიდა, ეს მათი გადასაწყვეტი და მათი საქმეა. მე ჩემი პოზიცია გითხარით, არსებობს მხოლოდ ერთი საკითხი, რის გამოც მე იქ მივალ.