ეუთოს მინისტერიალი

წერეთელი: ძალიან უნდა შევცდე, რომ ლავროვი დაჯდეს და საქართველოს წარმომადგენელს მოუსმინოს

როდესაც ასეთი ტიპის ბოიკოტია და შენი უახლოესი პარტნიორები, როგორებიცაა ბალტიის ქვეყნები და უკრაინა, ასეთ ნაბიჯს დგამენ, გამოხატავენ უკმაყოფილებას და არ უერთდებიან იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია იქ ჩასული, საქართველოს დისტანცირება ამ ქვეყნებისგან, რა თქმა უნდა, არ არის სწორი [...]

მეორეს მხრივ, არც ქვეყანა იქცევა იმით რომ წახვიდე, შენი პოზიცია პრინციპულად დააფიქსირო და პირში უთხრა შენს მტრულად განწყობილ ადამიანს და ქვეყანას, რას ფიქრობ. სათქმელი არ არის თუ რა - მარტო გინტურის საკითხი, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ზოგადად განგრძობადი ოკუპაცია, 12 აგვისტოს შეთანხმება, რომელსაც არავინ არ ახსენებს.

მე ვიცი ამ ღონისძიების სპეციფიკა, ლავროვის ტაქტიკური სვლები. არასდროს ის არ გაჩერდება და არ მოუსმენს საქართველოს წარმომადგენელს. ის თუ მისცეს სიტყვა ის აუცილებლად გარეთ გამოვა. ძალიან უნდა შევცდე მე მთელი ჩემი პოლიტიკური გამოცდილებით და ამ ამბების ცოდნით, რომ ლავროვი დაჯდეს და მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრს. არ არსებობს ასეთი რამე [...] მოუსმენს თუ არა, ის ამას წაიკითხავს და ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ქვეყნის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან პრინციპულად დასვას აქცენტები. მე ამის იმედი არ მაქვს, იმიტომ კი არა რომ ვინმეს პიროვნულად ვერჩი, უბრალოდ, პოლიტიკაა ხელისუფლების ასეთი.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები