ეუთოს მინისტერიალი

კობახიძე უკრაინასა და ბალტიისპირეთზე: ჩვენზე ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, მერე ისაუბრონ

როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკები, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა. კითხვებიც არ არის ობიექტურად, მაგრამ აქაც კი ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ [უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები], მინდა, მათ ვურჩიო, რომ ჯერ ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ორმაგი სტანდარტია. ეს კონკრეტული ქვეყნები ოთხჯერ მეტი ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულები და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში...

როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს.

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას საქართველოს ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის შესახებ. მინისტერიალს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის საგარეო მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები