EU-საქართველო

პიტერ სტანო: საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი არ უნდა გახდეს

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ თქვა, რომ საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს. ამის შესახებ სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას უპასუხა, განიხილება თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. 

სტანოს თქმით, საჭიროა ძალისხმევა ჩაიდოს რათა ქართველმა მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან სარგებელი მიიღოს. 

პიტერ სტანოს ეს კომენტარი მოჰყვა რუსული გამოცემის იზვესტიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირი მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გეგმავს. ეს საკითხი პიტერ სტანოს კომენტარში ნახსენები არაა. 

კომენტარები