ყაზახეთი

ყაზახეთში ვაგნერელს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყაზახეთში ვაგნერელს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 6 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

არსებული ინფორმაციით, 34 წლის ალექსეი შომპოლოვი გაწევრიანდა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერში და უკრაინაში, რუსეთის მხარეს იბრძოდა. სასამრთლომ მას ასევე ჩამოართვა "კრიმინალურად" ნაშოვნი 205,590 რუბლი ($2300). 

მოსამართლემ შომპოლოვი დამნაშავედ ცნო "კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის დანაშაულის ჩადენაში". 

სასამართლოს მიხედვით, შომპოლოვმა მიმდინარე წლის მარტში ინტერნეტში იპოვა რუსეთში მაღალანაზღაურებადი სამსახურის შესახებ განაცხადი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მისი სამსახური ვაგნერის წევრად უკრაინაში საომრად წასვლა იყო, ხოლო თვიური ანაზღაურება 240 000 რუბლი ($2700) იყო. შომპოლოვი დათანხმდა კონტრაქტს და ვაგნერს 2023 წლის მარტში შეუერთდა.

შომპოლოვი უკრაინაში 1 თვე იბრძოდა და მაისში, ბახმუტთან უკრაინული ძალების დაბომბვისას დაიჭრა. ჰოსპიტალიზების შემდეგ ის ყაზახეთში დაბრუნად, რა დროსაც ის დააკავეს.

კომენტარები