ირანი

ირანში 17 წლის ბიჭი სავარაუდოდ იძულებითი აღიარების საფუძველზე ჩამოახრჩვეს

Iran Human Rights

ირანში 17 წლის ჰამიდრეზა აზარი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, აიძულეს აღიარებითი ჩვენება მიეცა. 17 წლის ბიჭი ჩხუბისას კაცის მკვლელობის ბრალდებით საბზევარის ციხეში ჩამოახრჩვეს.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის მტკიცებით, ჩამოხრჩობამდე მისი იძულებითი აღიარება ტელევიზიის ეთერში გაუშვეს, სადაც ჰამიდრეზა აზარმა ასევე მოიტყუა, რომ 18 წლის იყო. ირანული მედიის Iran International-ის ცნობით, ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო და ასაკის მიუხედავად წლების განმავლობაში ჯართის შემგროვებლად მუშაობდა. როგორც ირანული, ისე ქურთული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ დაკავების მომენტში ის 16 წლის, ხოლო ჩამოხრჩობის დროს 17 წლის იყო. 

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა დაგმო ჰამიდრეზა აზარის მკვლელობა და მკაცრად მოუწოდებენ ირანის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შემოღებისკენ. 

ჰამიდრეზა აზარის საქმესთან დაკავშირებით ტაბულას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო დაუკავშირდა, რომელთა ცნობით, ბიჭმა დანის მუქარით ახალგაზრდა გოგოს გატაცება სცადა და მოკლა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გოგოს იცავდა. საელჩომ ტაბულას შემთხვევის ამსახველი ჩანაწერიც გაუზიარა, სადაც ორი ახალგაზრდა კაცის დაპირისპირება ჩანს. მხოლოდ კადრებზე დაყრდნობით კონტექსტის აღქმა რთულია. 

კომენტარები