რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება. ამის შესახებ კულებამ NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

კულებამ არ უარყო, რომ კიევს ესმის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობების შესახებ იდეები, თუმცა, "უკრაინა მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს".

"ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც ამას გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავიანთ მთავრობებს უნდა შესთავაზონ მსგავსი – ვინმესთვის საკუთარი ტერიტორიის, ხალხის ნაწილის მიცემა. ეს ჯერ თავად გააკეთონ და ჩვენც ვნახავთ, შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი". - თქვა კულებამ.

ამავდროულად, ფრონტზე შექმნილი ჩიხის შესახებ დასმულ შეკითხვას კულებამ მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ასეთი ჩიხი არ არსებობს.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებს შეიარაღების მიწოდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები