საფრანგეთი

საფრანგეთში ჟანდარმი ძაღლი რუმბა ერთი წლის მანძილზე ძალადობის მსხვერპლ 150 ბავშვს დაეხმარა

Préfecture du Morbihan

საფრანგეთში უკვე ერთი წელია, რაც ჟანდარმი ძაღლი, სახელად რუმბა, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს გამოძიების პროცესში სტრესის შემსუბუქებაში ეხმარება. რუმბას გამომძიებლები ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან საუბრისას იყენებენ, რათა ბავშვებმა რუმბას მოფერებით სტრესი გადალახონ და საგამოძიებო სამსახურებს მოუყვნენ საქმის დეტალების შესახებ. 

რუმბა ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ძაღლია და საფრანგეთის ქალაქ ვანის ჟანდარმერიის დეპარტამენტში 2022 წლის დეკემბრიდან მუშაობს. სასამართლო მოსმენები ბავშვებისთვის ახალი და უცხო სოციალური მოვლენებია, რის გამოც, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია არ გაამხილონ. რუმბა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მსგავსი დისკომფორტების დაძლევაში ეხმარება. რუმბა საფრანგეთში პირველი ჟანდარმი ძაღლია, რომელსაც არასრულწლოვან მსხვერპლებთან მუშაობისთვის იყენებენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე რუმბა ძალადობის მსხვერპლ 150 ბავშვს დაეხმარა. 

კომენტარები