გერმანია-უკრაინა

გერმანიამ უკრაინას ენერგოსფეროს საჭიროებებისთვის €300 მილიონი გამოუყო

Uni-passau.de

გერმანიამ უკრაინის ელექტროსფეროს დასახმარებლად 300 მილიონი ევრო გამოყო. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter) წერს უკრაინაში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი მარტინ იეგერი.

"ჩვენი მრავალხნიანი პარტნიორობიდან გამომდინარე გერმანიამ უკრენერგოს 300 მილიონ ევროს ენერგოქსელის რემონტისთვის და მოდერნიზაციისთვის გამოუყო". - წერს იეგერი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინული ენერგეტიკის დასახმარებლად სპეციალურ ფონდში 7 მილიონ ევროს დანია გადარიცხავს. 

კომენტარები