ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.36 თეთრით. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9594 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.97 ლარად.

კომენტარები