არჩევნები 2024

ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, თბილისი-სოხუმის მატარებელიც იქნება

ჩვენი, გამარჯვების კოალიციის მთავარი გზავნილი, პირველ რიგში არის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება. ჩვენ გამარჯვებისთანავე, უმოკლეს ვადაში ევროკომისიის 9-ვე წინაპირობას შევასრულებთ და ფუნდამენტურ რეფორმებს დავიწყებთ.

ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწადნახევარში დავასრულებთ, უცხოურ ინვესტიციებს შემოვიტანთ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით. Apple, Google, Amazon - ყველა ამ კოპანიის ოფისები საქართველოში გაიხსნება. გაჩვენებთ, რა არის საქმის ნამდვილი კეთება. ახალ სარკინიგზო ხაზებს გავიყვანთ, ბრიუსელთან პირდაპირი მატარებელი გვექნება. ჩაჯდები თბილისში და ჩახვალ ბრიუსელში, მატარებლით დაუკავშირდები. 

არა მხოლოდ თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ზუგდიდის, არამედ, თბილისი-სოხუმის მატარებელიც იქნება, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ასევე, ყველა ქართული სოფელი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცევა. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა და გამარჯვების პლატფორმის წევრმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები