დღეს თქვენ წინაშე პირველ სპიკერად და მთავარ გმირად დღევანდელი დღის უნდა იდგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ვარდების რევოლუციის, ქართველ ხალხთან ერთად, მთავარი გმირი, მთავარი სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ვარდების რევოლუციის იდეებისთვის და სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევებისთვის, ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში. ამ სულის შემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და ის დროულად უნდა დავასრულოთ. მე მჯერა, რომ ძალიან მალე ეს მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციას.
tbl.ge/6m1o
დაკოპირდა

თქვა თინა ბოკუჩავამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ენმ-ს ღონისძიებაზე. პარტიის შეკრება "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.
ბოკუჩავავარდების რევოლუციამიხეილ სააკაშვილისააკაშვილისაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილითინათინ ბოკუჩავათინა ბოკუჩავაენმ
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




