ენმ

ფოტიგა ვარდების რევოლუციაზე: იყო დაუჯერებელი იმედის დრო, პროცესი დასასრულებელია

გამარჯობა საქართველო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო. მე კარგად მახსოვს ეს დღე, ზუსტად 20 წლის წინ ქართველი ხალხის ცნობილი ვარდების რევოლუცია მიხეილ სააკაშვილი ლიდერობით, რომელიც შემდგომში საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.

ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვის, მათთვის, ვინც გამოცადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

მაშინ მე გახლდით ევროპარლამენტის წევრი, ეს იყო ჩემი პირველი საპარლამენტო ვადა და დამერწმუნეთ, ეს ასევე იყო ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ვაღიარებდი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნებას, დაებრუნებინათ დამსახურებული ადგილი თავისუფლების ერების ოჯახში.

მე ვგრძნობ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია და მე გულითადად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ამ გზაზე. დამერწმუნეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, გახდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმედით აღსავსე და კარგი მომავალი გქონდეთ თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მშვიდობიან სამყაროში.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ენმ-ს ღონისძიებაზე ვიდეომიმართვისას. პარტიის შეკრება "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.

კომენტარები