ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას

ენმ-ს გამოქვეყნებულ 11 პუნქტიან მანიფესტში წერია, რომ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას და აკრძალავს მათ "უკონტროლო შემოდინებას". 

"სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას". – წერია ენმ-ს მანიფესტში.

ენმ მანიფესტში არ აზუსტებს, გულისხმობს ის მიგრაციას მხოლოდ რუსეთიდან, თუ სხვა ქვეყნებიდანაც. 

აქამდე, 2021 წლის 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს გამოთქმული აქვს შემდეგი მოსაზრება:

"ამ ყველა ბულვარს, ამ სილამაზეს მე რუსი ტურისტებისთვის კი არ ვაკეთებდი, ან თურქებისთვის, ან ირანელებისთვის. ეს ყველაფერი იყო თქვენთვის, თქვენი წარმატებისთვის და მე არ მინდა, რომ ეს ვინმე სხვას დარჩეს. ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ". 

კომენტარები