დიდი ბრიტანეთი

მოყვარულმა ისტორიკოსებმა ინგლისში ტიუდორების დაკარგული სასახლე აღმოაჩინეს

ASON BALLARD/ALAMY

ინგლისში ექვსმა მოყვარულმა ისტორიკოსმა ტიუდორების დაკარგული სასახლე აღმოაჩინეს. სასახლე კოლივესტონში, ნორსჰემპტონშირის ოლქში მდებარეობს. 

სავარაუდოდ, სასახლე ჰენრი III-ის ბებიას, ლედი მარგარეტ ბოფორტს ეკუთვნოდა და იქ თავად ჰენრი VIII და ელიზაბეთ I-ც არიან ნამყოფები. სასახლე ჰენრი VII-ისა და შემდეგ მისი დედის, ლედი მარგარეტის გარდაცვალების შემდეგ მონარქ ჰენრი VIII-ს გადაეცა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ კოლივესტონის სასახლე რამდენიმე წელში ჰენრი VIII-მ თავის მეორე ცოლს, ანა ბოლეინს აჩუქა. 

სასახლე საუკუნეების მანძილზე დაკარგული იყო და ის ადგილობრივი ლეგენდების ეპიცენტრად იქცა. არქეოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადადც მიწისქვეშ მოქცეული სასახლის სტრუქტურები აღმოაჩინეს. 

მოყვარული ისტორიკოსების ჯგუფის თავმჯდომარემ, კრის ქლოუზმა თქვა, რომ მათ უმეტესობას აკადემიური ცოდნა ისტორიასა და არქეოლოგიაში არ გააჩნია, თუმცა ბავშვობიდან ესმოდათ ლეგენდები ამ ტერიტორიაზე არსებული სასახლის შესახებ. მისი თქმით, სამოყვარულო კვლევები ჯგუფმა მინიმალური ფინანსური სახსრებით ჩაატარეს. ქლოუზმა ასევე ახსნა, რომ ეს ტერიტორია ინგლისის ცენტრალური საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 

კომენტარები