ქართული კინოგაქირავება

დისნეის WISH საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, ფილმის ქართული საუნდტრეკი კი SPOTIFY-ზე

Wish/ჯადოსნური ნატვრა
Cavea.ge

მიმდინარე კვირას კინოსა და მუსიკის მოყვარულებს ორი მნიშვნელოვანი პრემიერა ელოდება. 

23 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში კინოსტუდია Disney-ს ახალი ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი Wish/ჯადოსნური ნატვრა გამოდის.

პრემიერამდე ერთი დღით ადრე, 22 ნოემბერს, მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე კი ჯადოსნური ნატვრის ოფიციალური, ქართული საუნდტრეკი დაიდება.

ანიმაციის ქართულ ვერსიაში მთავარ გმირ აშას მომღერალი სოფო ბათილაშვილი ახმოვანებს.

ჯადოსნური ნატვრა Moana-ს და Frozen-ის შემქმნელების ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ გმირებს ჰოლივუდის ვარსკვლავები არიანა დებოსე, კრის პაინი და ევან პეტერსი ახმოვანებენ.

კომენტარები