ილონ მასკი

მასკმა ანტისემიტიზმის ბრალდებას უპასუხა: მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს ვუსურვებ

REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo Acquire Licensing Rights

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ანტისემიტიზმის ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ყალბი ისტორიები, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ანტისემიტი ვარ. არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ". – წერს მასკი.

ახლო წარსულში მასკი X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ "რომ ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ".

მასკის კომენტარს განცხადებით მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს. 

კომენტარიდან ცოტა ხანში X-თან სარეკლამო პარტნიორობა გაწყვიტეს კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony.

კომენტარები