რუსეთი-მოლდოვა

"ვაპროტესტებთ რუსულენოვანი მედიის დევნას" – მოსკოვმა მოლდოვის ელჩი დაიბარა

Sputnik Moldova

20 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ელჩი ლილიან დარია გამოიძახა. 

"მოლდოვურ მხარეს ვუცხადებთ პროტესტს რუსულენოვანი მედიის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. რაც ინტერნეტ საიტებზე წვდომის ბლოკირებასაც გულისხმობს. ლ.დარიუსს ვაცნობეთ, რომ ასიმეტრიული ზომების სახით, რუსეთის ფედერაციაში შესვლა აეკრძალა მოლდოვის რესპუბლიკის რამდენიმე თანამდებობის პირს". – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შესვლა აეკრძალათ მოლდოვის მმართველი პარტია PAS-ის 11 წევრს.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყნის მასშტაბით დაიბლოკა 31 ინტერნეტ საიტი, რომლიდანაც 21 "პირდაპირ რუსეთიდან იმართებოდა".

კომენტარები