რუსეთი-მოლდოვა

ზახაროვა: მოლდოვის მტრულ ქმედებებს რუსეთი ხისტ ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა მოლდოვაში რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ამბავს გამოეხმაურა.

"რუსეთის საელჩო მოლდოვაში მკაცრად მოქმედებს 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის ფარგლებში და არ ერევა მოლდოვის რესპუბლიკის შიდა საქმეებში. მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან მტრულ ქმედებებს რუსეთი ხისტ ადეკვატურ პასუხს გასცემს". – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება კიშინიოვის ანტირუსული კურის ნაწილია. 


31 მარტს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

სამინისტროს განცხადების თანახმად რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობა ეწინააღმდეგება მატ დიპლომატიურ სტატუსს. 

მედიების ინფორმაციით, მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ნესტეროვსკი ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა. 

უწყების განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წევია რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ოზეროვი. 

ოზეროვმა უარყო, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რამე ფორმით არიან კავშირში ნესტეროვსკისთან.

"მოვუწოდებთ მოლდოვის მხარეს თავი შეიკავოს პროვოკაციული ბრალდებებისგან და იმედი გვაქვს მივუბრუნდებით პრაგმატულ დიალოგს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს". – თქვა ოზეროვმა. 

ცოტა ხნით ადრე კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გოცული.

კომენტარები