როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა მაგალითად, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე - დამსახურებული ექიმი, კობა ხაბაზი, რომელიც იბრძვის ახლა უკრაინაში, აღარ ვლაპარაკობ კობა ნაყოფიაზე, ჩემს ახლო მეგობარზე და ყველა სხვაზე... პოლიტსაბჭო, რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა.
დაპირისპირება ენმ-ში
სააკაშვილი: პოლიტსაბჭოდან ადამიანების გაშვება ვიჩქარეთ, დაბრუნდით, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი
tbl.ge/6lvw
დაკოპირდა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას.
მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.
ამავე თემაზე
- კასპის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8 წევრიდან 6-მა დატოვა
- ხობის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან 10-მა პარტია დატოვა
- ბარამიძე: სიბრმავეა, გეგონოს, რომ სააკაშვილის გუნდის დატოვებით უკეთ შეძლებ რეჟიმთან ბრძოლას
- კობახიძე: არის ასეთი გეგმა, რომ ენმ ქვევით დაწიონ, რათა წინ სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ
- წითლიძე: მელიას სიტყვები იყო, რომ ის ენმ-ში დარჩენას არ აპირებდა და ფერფლს დატოვებდა