მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ზურაბიშვილს: ერთი სული აქვთ, მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობისთვის

როცა ის [სალომე ზურაბიშვილი] იძახის, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნაო - ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თქვენ თქვენი პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები ორ საქმესაც აღძრავენ და ოცდაათ საქმესაც. მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის და მისი პატრონების რუსეთში პასუხისმგებლობა, თქვენ რატომ იღებთ თქვენს თავზე ამ პასუხისმგებლობას? მით უმეტეს, რომ გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან დიდი.

და, რა თქმა უნდა, მათ ერთი სული აქვთ, როდის აღარ იქნებით პრეზიდენტი, მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასოდეს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება. მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო.

კომენტარები