OpenAI

OpenAI-ს დროებით გენერალურ დირექტორად Twitch-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ემეტ შირი დანიშნეს

ემეტ შირი
GETTY IMAGES

OpenAI-ს დროებით გენერალურ დირექტორად Twitch-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ემეტ შირი დანიშნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ კომპანიის თანადამფუძნებლის, სემ ალტმანის გათავისუფლებიდან 48 საათში მიიღო.

სემ ალტმანმა და გრეგ ბროკმანმა მათივე დაარსებული კომპანია მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით 17 ნოემბერს დატოვეს.

ალტმანის გათავისუფლების შემდეგ გენერალურ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თავდაპირველად მირა მურატი გახდა. თუმცა, მომდევნო დღეებში ის ემეტ შირმა ჩაანაცვლა.

პარალელურად, ალტმანის გათავისუფლების შემდეგ მედიაში მისი დაბრუნების შესახებ სპეკულაციები ვრცელდებოდა, თუმცა, კვირას OpenAI-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავდა.

ამავდროულად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდება და AI-ის კვლევის გუნდს ჩამოაყალიბებს. სემ ალტმანტან ერთად Microsoft-ს შეუერთდებიან მისი გუნდის სხვა წევრებიც, მათ შორის, OpenAI-ის თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმანი.

კომენტარები