ხელოვნური ინტელექტი

OpenAI-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სემ ალტმანი Microsoft-ში AI-ის კვლევით გუნდს შექმნის

AFP/Getty Images

OpenAI-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდება და AI-ის კვლევის გუნდს ჩამოაყალიბებს. სემ ალტმანტან ერთად Microsoft-ს შეუერთდებიან მისი გუნდის სხვა წევრებიც, მათ შორის, OpenAI-ის თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმანი. 

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისინი ელოდებიან ალტმანსა და მის გუნდს, რათა მისცენ ყველა ის რესურსი, რაც მათ წარმატებისთვის სჭირდებათ. 

ალტმანმა და ბროკმანმა მათივე დაარსებული კომპანია მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით 17 ნოემბერს დატოვეს. ალტმანის თქმით, OpenAI-ის მისია გრძელდება და მის გუნდთან ერთად სრულიად ახალ კვლევით ცენტრს შექმნიან. ინფორმაცია ამის შესახებ სემ ალტმანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გაავრცელა. კომპანიები Microsoft და OpenAI მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. 

კომენტარები