OpenAI

სემ ალტმანი OpenAI-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ბრუნდება

REUTERS

სემ ალტმანი კომპანია OpenAI-ის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ბრუნდება. ალტმანმა თავისი დაარსებული კომპანია 17 ნოემბერს, OpenAI-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ 22 ნოემბერს OpenAI-ის წარმომადგენელმა გაავრცელა. ასევე, სემ ალტმანის კომპანიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა OpenAI-ის X-ის გვერდზე (ყოფილი Twitter).

შეიცვალა OpenAI-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობაც. ახალმა საბჭომ ბრეტ ტეილორის, ლარი სამერსის და ადამ დანჯელოს შემადგენლობით, მიიღეს გადაწყვეტილება სემ ალტმანის კომპანიაში დაბრუნების შესახებ. 

20 ნოემბერს სემ ალტმანმა და Microsoft-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ალტმანი თავის გუნდთან ერთად Microsoft-ის გუნდს შეუერთდებოდა და იქ შექმნიდა ხელოვნური ინტელექტის უახლეს საკვლევ გუნდს. 

კომენტარები