ოსკარი 2024

ჯიმი კიმელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას მეოთხედ წაიყვანს

ჯიმი კიმელი
Deadline

2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას ჯიმი კიმელი წაიყვანს. ცნობილ შუმენს ოსკარების მასპინძლობის პატივი მეოთხედ ერგო.

აქამდე ოსკარის დაჯილდოების საღამო კიმელმა 2017, 2018 და 2023 წლებში წაიყვანა.

ჩატარებული ცერემონიების რაოდენობით კიმელი დაეწია ვუპი გოლდბერგსა და ჯეკ ლემონს. ლიდერებად რჩებიან ბობ ჰოუპი (11 ცერემონია), ბილი კრისტალი (9 ცერემონია), ჯონი კარსონი (5 ცერემონია).

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 11 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები