სანქციების მე-12 პაკეტი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

REUTERS/Dado Ruvic

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი წარუდგინა.

ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო შეზღუდვების დაწესება 120-ზე მეტ ინდივიდისა და სუბიექტის წინააღმდეგაა გათვალისწინებული.

ამავე დოკუმენტში საუბარია რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვების დაწესებაზე, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის გამკაცრებასა და ევროკავშირის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ საჭირო ზომების მიღებაზე. 

სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო, თავდაცვისა და IT სექტორის წარმომადგენლებზე, ასევე "სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ოპერატორებზე" შეზღუდვების დაწესებას. 

გარდა ამისა, შეზღუდვები მოიცავს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არაკანონიერ ე.წ. არჩევნებში მონაწილე პირების, ასევე უკრაინელი ბავშვების იძულებით "განათლებაში", დეზინფორმაციის გავრცელებასა და რუსეთის პროპაგანდაში მონაწილე პირების დასჯის აუცილებლობას.

კომენტარები