სანქციების მე-12 პაკეტი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

REUTERS

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.

ევროპაში რუსული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 

სანქციების ახალი პაკეტის მთავარი მიზანია, რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება შეუზღუდოს და მოსკოვის შემოსავლის წყაროები შეამციროს. სანქციების მე-12 პაკეტში ევროპის ქვეყნებში რუსული ბრილიანტების იმპორტი შეიზღუდება და რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის უკეთ გასაკონტროლებლად ზომები გატარდება.

რუსულ ნავთობზე ფასების უკეთესი რეგულაციისთვის ევროკავშირს ხარჯებთან, მაგალითად დაზღვევასთან, დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას დანერგავს და ახალი შეტყობინების სისტემას შემოიღებს, რომელსაც საწვავმზიდების გასაყიდად ან გასატანად ავტორიზაცია სჭირდება. 

წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ იარაღების დასამზადებლად გამოყენებული სამანქანო იარაღებისა და ნაწილების ექსპორტი აკრძალონ.

გარდა ამისა, სანქციების ახალ პაკეტში შედის შეტყობინების პროცედურა რუსი მოქალაქეებისა ან რუსეთში მყოფი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ევროკავშირიდან 100 000 ევროზე მეტის გატანა სურთ. 

კომენტარები